← მთავარი / ტარიფები

იცოდე, როგორ ითვლება ფასი

მგზავრობის
ტარიფები.

ფასის კომპონენტები ერთ სივრცეში. აირჩიე კატეგორია, ნახე მოქმედი ტარიფები და შეკვეთამდე გადაამოწმე მარშრუტის ფასი აპში.

აირჩიე შენი მგზავრობა

კატეგორიები

ტარიფები იტვირთება…

მგზავრობამდე

კარგია, რომ იცოდე.

საბაზო ფასი ითვლება დაწყების საფასურით, მარშრუტის მანძილითა და სავარაუდო ხანგრძლივობით, მინიმალური ღირებულების გათვალისწინებით. არჩეული გაჩერებები და ცხოველის დანამატი ცალკე ემატება. საცობი თავისთავად უკვე დათვლილ საბაზო ფასს არ ზრდის.

საბოლოო თანხა შეიძლება შეიცვალოს დარიცხული ლოდინითა და წინასწარ ნაჩვენები დამატებითი პირობებით. მოშორებული მძღოლის გამოძახების საფასური, როცა მოქმედებს, აპში ცალკე ჩანს. დამატებითი ხარჯის პირობა შეკვეთამდე გადაამოწმე.

მძღოლის მისვლამდე გაუქმება უფასოა. მისვლის შემდეგ აპი აჩვენებს მოქმედ პირობასა და დარიცხულ ლოდინს. აქ ნაჩვენები საბაზო საფასური არ ნიშნავს, რომ ბარათიდან თანხა ავტომატურად ჩამოიჭრა.

დამხმარე ძაღლზე ცხოველის დანამატი არ ვრცელდება. დამატებითი საჭიროების ან ფასის შესახებ კითხვისთვის მოგვწერე. გადახდის, გაუქმებისა და საჩივრის შესახებ იხილე მომსახურების წესები.

შემდეგი ნაბიჯი შენია

სად მივდივართ?

ნახე მარშრუტი და სავარაუდო ფასი რუკაზე.

გახსენი რუკა